შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლის მასწავლებლებს ხელფასი გაეზრდებათ

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 07 თებერვალი 2019
განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სექტემბრიდან მასწავლებლებს ანაზღაურება გაეზრდებათ. მინისტრი ამბობს, რომ მაისის თვეში ისინი კონკრეტულ გეგმას წარმოადგენენ. მისივე თქმით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია სკოლების გაძლიერება, ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ პედაგოგები ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდნენ ბიუროკრატიულ საკითხებზე და შემოქმედებით მიდგომებზე უნდა იყვნენ ორიენტირებული. მისივე განმარტებით, მასწავლებლებს ნებისმიერ დროს და დონეზე უნდა შეეძლოთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოცდის ჩაბარება.

მინისტრმა პარლამენტში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. ის ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს ისმენს, რომელსაც მოგვიანებით უპასუხებს.

ამ კითხვების ნაწილი ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებას შეეხებოდა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია