შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბაშაში ერთი თვის წინ დაკარგულ მონადირეს ეძებენ

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 07 თებერვალი 2019
აბაშაში 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ, რომელიც 8 იანვარს ნადირობისას გაუჩინარდა. „ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიებები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს.

„სამართალდამცველები საძიებო მოქმედებებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. კრიმინალურ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულები არიან, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასევე, საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები“, - აცხადებენ სამინისტროში.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია