შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონსა და დედაქალაქს შორის 8-9 ქულაა უნარების შეფასებებში განსხვავება – ბატიაშვილი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21309 
 08 თებერვალი 2019
პარლამენტში განათლების რეფორმის მოხსენების დროს მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უნარების გამოცდის სავალდებულობას შეეხო. დეპუტატების კითხვების საპასუხოდ მინისტრმა განმარტა, რომ უნარების გამოცდებმა დროთა განმავლობაში მნიშვნელობა შეიცვალა.ბატიაშვილის თქმით, უნარების შემოღებას კეთილშობილური მიზანი ჰქონდა, რომელსაც სოციალური უთანასწორობა უნდა აღმოეფხვრა და წლების წინ ეს იყო სფერო, რომელიც მოსწავლეს ადვილად უნდა დაეძლია. მინისტრი ამბობს, რომ ახლა უნარები ცალკე საგნად და მომზადების სფეროდ ჩამოყალიბდა: "ამოცანა, რომ ეს სხვაობა აღმოგვეფხვრა, დღეს სხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდა ამით. ეს ის ციფრებია, რასაც ეროვნული გამოცდების შედეგები ამბობს. დღევანდელი მონაცემებით, იგივე რეგიონსა და დედაქალაქს შორის საშუალოდ 8-9 ქულით არის განსხვავება".ზოგადი უნარების გამოცდა საქართველოში 2005 წლიდან ტარდება, 2020 წლიდან კი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია