შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს–ს მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21313 
 08 თებერვალი 2019
სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან გაიზრდება და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე - 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C,D, და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტომ 6 თვით გაახანგრძლივა.ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს ვისაც BC, BD,BCD კატეგორიები და ქვეკატეგორიები აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნული მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცვლას 1 მარტის შემდეგაც უგამოცდოდ შეძლებენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია