შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21315 
 08 თებერვალი 2019
სოციალური მუშაკები ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურების გაზრდასა და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. წერილს ხელს საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი და იურისტი აწერს. წერილის შეტანის შემდეგ, უწყებას მიეცემა 21 დღის ვადა, იმისთვის რომ საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური მუშაკები გაფიცვას გეგმავენ.სოციალური მუშაკების თქმით, მათ ყოველდღიურად იმდენად ბევრი დავალება აქვთ შესასრულებელი, რომ ამას ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის, ეს მდგომარეობა კი 11 წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წერილზე დროულ რეაგირებას სთხოვს. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება