შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2018 წლის ანგარიში კახეთში წარადგინა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36711 
 08 თებერვალი 2019

სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მენეჯმენტმა 2018 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. კომპანიის ინფორმაციით, 2018 წელს შემოსავალმა შეადგინა 962 მილიონი ლარი, საიდანაც 557 მლნ ლარი მოხმარდა ელექტროენერგიის შესყიდვას.
2019 წელს კი კომპანია 110 მილიონამდე ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
,,2018 წელს ელექტროენერგიის მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა პროექტები როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის ქსელში. რაც შეეხება ახალი მიერთების პროექტს, მის ფარგლებში დამონტაჟდა 20 872 ცალი საყრდენი, 735 926 მეტრი სიპ-კაბელი, 519 690 მეტრი სადენი, 35 723 მეტრი 6/10კვ კაბელი, 516 ცალი 6/10-0,4კვ ტრანსფორმატორი. აგრეთვე, გარემონტდა ქვესადგურები და სატრანსფორმატორო პუნქტები”,- აცხადებენ კომპანიაში.
კახეთის ენერგოდისტრიბუცია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“- მფლობელობაში წელიწადნახევრის წინ გადავიდა. კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ქსელი იყო საკმაოდ მოძველებულ და რთულ მდგომარეობაში, მისი რეაბილიტაცია კი საჭიროებს მასშტაბურ სამუშაოებს და სოლიდურ ფინასურ სახსრებს.
,,2018 წელს კახეთის რეგიონში განხორციელდა 6 მილიონ ლარამდე ინვესტიცია. ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება აბონენტთა მომსახურების მაღალი ხარისხი. ამ მიმართულებით 2018 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, განხორციელდა აბონენტებთან ურთიერთობის მართვის პროგრამის სრულყოფა და სხვა. რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს გავაცანით 2018 წლის საქმინაობის ანგარიში, აგრეთვე განვიხილეთ 2019 წლის გეგმები. წარმოვადგინეთ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი, რომელთა განხორციელებაც დასრულდა 2018 წელს. რა თქმა უნდა, აგრეთვე ვისაუბრეთ ნაკლოვანებებზე და ხარვეზებზეც, რომელთა გამოსწორებაც კომპანიის მთავარი ამოცანაა. ვთვლით, რომ 2019 წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანიის განვითარებისათვის. კიდევ უფრო იზრდება საინვესტიციო პროექტების ოდენობა და ბიუჯეტი“,- განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია