შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი ამათ არ დათმობს. ზოგს წინ წაწევს, ზოგს ჩრდილში დატოვებს..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36084 
 07 თებერვალი 2019

ივანიშვილის გარეშე არა თუ სამუდამო თანამდებობებზე მოჯდომის პრეტენზია ექნებოდათ ამ პირებს, არამედ იმის დარდებში იქნებოდნენ, არ მოხვედრილიყვნენ განსასჯელის სკამზე - წერს რომან გოცირიძე ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან დაკავშირებით:

"მოსამართლეთა კლანს ზურგს უმაგრებს ბიძინა ივანიშვილი. ეს არ არის ე.წ. ”მურუსიძე-ჩინჩალაძის” კლანი, ესაა ივანიშვილის კლანი სასამართლო სისტემაში. ივანიშვილის გარეშე არა თუ სამუდამო თანამდებობებზე მოჯდომის პრეტენზია ექნებოდათ ამ პირებს, არამედ იმის დარდებში იქნებოდნენ, არ მოხვედრილიყვნენ განსასჯელის სკამზე. მათი ყოველი გამოჩენა ეკრანზე არის შეგულიანებულ და დაიმედებულ ყეყეჩთა თვითლუსტრაცია. რაც შეიძლება ხშირად უნდა ვაჩვენოთ ისინი ხალხს. 
აშკარაა, რომ ივანიშვილი ამათ არ დათმობს. ზოგს წინ წაწევს, ზოგს ჩრდილში დატოვებს, ზოგს მეორე ეშელონიდან გადმოანაცვლებს წინა რიგებში. 
სანამ ოცნებიდან გასაშვებად გამზადებული ე. წ. ”ამბოხებულები” არ იტყვიან სიმართლეს და სწორად არ დასვამენ აქცენტებს, მათი ქმედებები არა თუ ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, არამედ მოემსახურება კლანური სისტემის შენარჩუნებას." წერს გოცირიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია