შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"განათლების სისტემურ რეფორმას ვგეგმავთ, ჩვენი ხედვა არის სისტემის ერთიანი რეფორმა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36093 
 07 თებერვალი 2019

ჩვენ ვგეგმავთ განათლების სისტემურ რეფორმას, ჩვენი ხედვა არის სისტემის ერთიანი რეფორმა და არა ცალკეული ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მინდა გავცე პასუხი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას, თუ რით განსხვავდება აღნიშნული რეფორმა აქამდე განხორციელებულ ან დაანონსებული რეფორმებისგან. ამ რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ხაზი არის მთელი სისტემის რეფორმა - ანუ სისტემური ცვლილება, რომელიც მოიცავს სკოლამდელ განათლებას, სკოლას, ასევე პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას. ჩვენი ხედვა არის სისტემის ერთიანი რეფორმა და არა ცალკეული გადადგმული ნაბიჯები, რომელიც არ ქმნის ერთიან სურათს, თუ რა შედეგს უნდა ველოდოთ, ან როგორ აისახება ცვლილებები ერთიან სისტემაზე“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამუშაო იქნება სკოლამდელი განათლება, რადგან დღევანდელი წარმატებული ქვეყნების მაგალითი და საერთაშორისო განათლება სწორედ იმაზე საუბრობს, რომ სკოლამდელი განათლება უნდა იყოს ძლიერი.

„სკოლამდელ განათლებაში ჩართული უნდა იყოს განათლების კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ შედეგების მიღწევა, რაც დასახული გვაქვს, შეუძლებელი იქნება. ამიტომ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა არის სკოლამდელი განათლება, რის ირგვლივაც უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. ქართულ სკოლამდელ განათლებაში სისტემურად ერთიანი ხედვა არ არსებობდა, ამიტომ ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა კონცეფციაზე. მუშაობა მიდის ასევე იმ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც იქნება წარმოდგენილი იმის შესახებ, თუ რა კომპონენტებს უნდა მოიცავდეს სკოლამდელ განათლებაში სასწავლო კომპონენტი“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია