შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს“ - ემზარ კვიციანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 თებერვალი 2019

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ ქვიციანი მიიჩნევს, რომ გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს:

„განათლების მინისტრის მოხსენებიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში: "გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები", ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. აი, ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან კარგი კითხვები დაისვა, მაგრამ კაციშვილმა არ ილაპარაკა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია.

განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის და არ გყოფნით მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, ფიქრობთ თუ არა ბატონო მინისტრო, რომ საჭიროა მოიფიქროს სახელმწიფომ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ“, - განაცხადა კვიციანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია