შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36097 
 07 თებერვალი 2019

2019 წლის 5 თებერვალს, აშშ-ს სენატში გაიმართა ფორუმი - “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები და ბრძოლა რეგიონში რუსეთის ქმედების წინააღმდეგ". ფორუმში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის წევრმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილმაც მიიღო.

ფორუმი მიზნად ისახავს რეგიონში ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის იმპლემენტაციას და პარტნიორობის გაღრმავებას.

ნიკოლაიშვილმა ფორუმში მონაწილეობა სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოწვევით მიიღო. ფორუმს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები, ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

ფორუმის ფარგლებში, რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მათ შორის ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია