შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების კეთილდღეობაზე"-დეპუტატის დამოკიდებულება გურულების გაჭირვებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36125 
 08 თებერვალი 2019

ოზუგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა "გურიის მოამბის" დასმულ კითხვას მოგვიანებით უპასუხა და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე დასმული კითხვის საპასუხოდ მოგვწერა, რომ სახელმწიფო მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნავს: 

გურიის მოამბე:  "სამომხმარებლო კალათა გაძვირდა, მოიმატა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასებმა, გაძვირდა პური და კიდევ ბევრი პროდუქტი. ხალხს უკიდურესად უჭირს,ისინი ჩვენთან გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნავენ, რომ ასეთი გასაჭირი გურიას არ ახსოვს. რამდენადაა სამთავრობო გუნდი ამაზე პასუხისმგებელი, რას გეგმავს იმისთვის, რომ შემსუბუქდეს გურულების გაუსაძლისი ყოფა და რა არის თქვენი აზრით გამოსავალი ამ კრიზისიდან?

მარიკა ჩხიკვიშვილი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან": "სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების კეთილდღეობაზე.მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ქვეყანაში სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.   მოგეხსენებათ,გაიზარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების დახმარება 10 ლარიდან გაიზარდა და გახდა 50 ლარი.   ასევე , მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ განხორციელებული რეფორმა,რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები,რომლებიც დაიწყებენ მუშაობას და გაუჩნდებათ დამატებითი ფინანსური შემოსავალი,სოციალური დახმარება არ მოეხსნება.   პენსია გაიზარდა 11 %-ით და აღნიშნული ცვლილება ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეს შეეხო.   სახელმწიფოსთვის წარმატებული რეფორმაა  ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტები,რომელიც მნიშვნელოვნად ეფექტურად მუშაობს..  ასევე გამოვყოფდი მცირე მეწარმეების გადასახადის შემცირების საკითხს,რომელიც 5% -იდან 1%-ამდე დაიწია და დადებითად ისახება მცირე მეწარმეობის ხელსეწყობაზე. ჩემს მიერ ჩამოთვლილი მიმართულებები,მნიშვნელოვნად ეხმარება მოსახლეობას  და  სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი სასიკეთო პროექტები გრძელდება. 

მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმება,რაც  ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას გამოიწვევს"- გვპასუხობს დეპუტატი. 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება