შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სკანდალური ქურდობები"-სამსახურის დაკარგვის შიშით უბნის ინსპექტორები დანაშაულს მალავენ?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36087 
 07 თებერვალი 2019

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, საქონლის, შინაური ფრინველებისა და ცხოველების ქურდობის ფაქტებზე რეალური სტატისტიკის მოპოვება თითქმის შეუძლებელი ხდება, რადგან დღეისთვის დადგენილი კანონმდებლობის ფარგლებში, უბნის ინსპექტორები, გაცხადებული ქურდობის ფაქტების ვერ გამოძიების შემთხვევაში, მით უფრო თუ კონკრეტულ ფაქტზე ერთი საყვედური უკვე მიღებული აქვს, სამსახურს უნდა დაემშვიდობონ. 

როგორც ირკვევა, ეს უცნაური და შეიძლება ითქვას ცოტა სკანდალური სქემა უკვე კარგა ხანია მოქმედებს. 

ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ცხოვრობს, გვიყვება, რომ მან უბნის ინსპექტორს მისი კუთვნილი ორი ძროხის ქურდობის ფაქტზე მიმართა: "მივედი და ვუთხარი, ორი ძროხა მომპარეს, პოლიციის დახმარება მჭირდება-მეთქი, მეხვეწა, არ დაწერო განცხადება, მე თვითონ დაგეხმარები, მოგაძებნინებო...

ასეთი ფაქტი არა ერთია და ამას პირად საუბრებში ვერ უარყოფენ ვერც უბნის ინსპექტორები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის რისკების თავიდან აცილების მიზნით, პირველი- დანაშაულს მალავენ და მეორე-აყალბებენ სტატისტიკას .  

სწორედ მათი ძალისხმევის შედეგია ის, რომ თუ რომელიმე დაზარალებულის მეზობელს შემთხვევით არ წამოსცდა, მის უბანში მომხდარი ქურდობის ფაქტი, მუდმივად გასაიდუმლოებული და მედიისთვის დახურული ხდება. პირადად ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა არა ერთი ფაქტი, როცა დაზარალებულის ვინაობა გაგვიგია, დავკავშირებივართ, მას კი კატეგორიულად უარყვია მომხდარი. როგორც ჩანს იმის იმედით, რომ დაკარგულ საქონელს უბნის ინსპექტორი ან მკვდარს, ან ცოცხალს სადმე აპოვნინებდა. 

გვქონია იმის შემთხვევაც, რომ მაგალითად ანასეულში დაკარგულ ძროხაზე დაწერილი ნიუსის შემდეგ, მეორე დღეს დაურეკავთ ჩვენთვის შსს პრესცენტრიდან და უთქვამთ, რომ "ძროხა იპოვეს და სხვათა შორის პოლიციელების დიდი ძალისმევის შედეგად". 

ყველაზე მეტ მტკიცებულებად კი, კონკერტული სქემის "გასაშიფრად" ის ფაქტები მეტყეველებენ, რომ ბოლო პერიოდში საქონლის ქურდობის ფაქტის გახსნა, მხოლოდ ცხელ კვალზე ხდება და ამაში ყველაზე დიდი წვლილი ისევ მოსახლეობას შეაქვს, რომელიც უბნის ინსპექტორების იქეთ დასახმარებლად, საკმაოდ აქტიურობენ საქონლის ქურდების გამოსაჭრად.

ასეთი ფაქტი მაგალითად  რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში მოხდა, როცა ორი მარნეულის მკვიდრი პოლიციამ ცხელ კვალზე სწორედ ადგილობრივების დახმარებით აიყვანა, რადგან  ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის ქურდები მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ და კონკრეტულ ტერიტორიებზე დღეების განმავლობაში საეჭვოდ მოძრაობდნენ.  

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია