შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველოში ხდება ხალხის უკიდურეს გაჭირვებაში ხელოვნურად შეყვანა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36110 
 07 თებერვალი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს, რომელთა ფარგლებშიც საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ვითარება და ქვეყნის მომავალია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპელი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილზე მაღალი წარმოდგენის არ არიან:

„მართლაც, ხალხი სულ უფრო ხვდება რასთან აქვთ საქმე. საქმე აქვთ იმასთან, რომ პრაქტიკულად საქართველოში ხდება ხალხის უკიდურეს გაჭირვებაში ხელოვნურად შეყვანა და პოლიტიკური სისტემის სახელმწიფო აპარატის მთლიანად მიტაცება. საქართველო ხდება ერთი გაუნათლებელი პირის კერძო საკუთრება.

ერთ-ერთმა დეპუტატმა მითხრა, ივანიშვილს რომ ვხვდებოდით ისეთი შთაბეჭდილება გვქონდაო ისე გველაპარაკებოდა, როგორც მონებსო ჩვენ ევროპელებს, ქართველებს როგორ დაელაპარაკება ხო წარმოგიდგენიაო. ამათ თავის ლობისტები ჰყავთ, მაგალითად ლატვიელი პრორუსი დეპუტატი. რატომღაც სულ პრორუსებს ეყრდნობიან. ახლა სალომე ზურაბიშვილს დაანიშნინეს მრჩევლად ცაბოშვილი, ცაბოევა, რომელიც იყო ოსური სეპარატისზმის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი რუსეთის მიერ დაქირავებული აქ დასავლეთში.

თუ ბრამა არ ხარ უნდა დაინახო, საიდან ხდება რომ აქ ბრიუსელში რუსებს ეყრდნობიან, მრჩევლად რუსებს ნიშნავენ. სახელმწიფო აპარატის გამოფიტვა ხდება ისე, როგორც რუსებს უნდა. აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთია, ჩვენ ველოდებით ათასობით ადამიანს ველოდებით ნამდვილ დისკუსიას და დარწმუნებული ვარ შევძლებთ სწორი გეგმის ნახვას,“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია