შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის 3 სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36724 
 09 თებერვალი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვანთაში, ბუშეტსა და ქვემო ხოდაშენში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. 
სოფლებში არსებულ პრობლემებზე მოსახლეობამ დასახლების საერთო კრებაზე ისაუბრა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული საკითხები მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოგვარდება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვანთაში, ბუშეტსა და ქვემო ხოდაშენში დასახლების საერთო კრებები ჩატარდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლების მცხოვრებლებს მიაწოდეს ინფორმაცია წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და მათთან ერთად განსაზღვრეს ძირითადი პრიორიტეტები.
სოფელ ვანთაში დაიგეგმა: საბავშვო ბაღში სველი წერტილის მოწყობა, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და სანიაღვრე არხის მოწყობა. სოფელ ბუშეტში ძირითად პრობლემებად დასახელდა: საბავშვო ბაღთან კანალიზაციისა და სანიაღვრე არხის მოწყობა, ასევე, ბაღთან მისასვლელი გზის მოწესრიგება, კულტურის სახლის წინ სკვერის მოწყობა. მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგად სოფელ ქვემო ხოდაშენში გადაწყდა საბავშვო ბაღის შენობის აუთვისებელ ნაწილში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა’’, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები