შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მშობელმა მასწავლებელი სცემა , ორივენი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36118 
 08 თებერვალი 2019

გორის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა მასწავლებელი სცემა - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" აცნობეს.

წყაროს ინფორმაციით, მშობელმა პედაგოგს ფიზიკური შეურაცხყფა მას შემდეგ მიაყენა, რაც გაიგო, რომ მის შვილს მასწავლებელმა გაკვეთილზე სცემა.

"მას შემდეგ, რაც მშობელმა გაიგო, რომ მასწავლებელმა მისი შვილი გაკვეთილზე სცემა, სკოლაში მოვიდა. პედაგოგსა და მას შორის ფიზიკური დაპისრიპირებაც ამ ამბავს მოჰყვა", - უთხრეს რადიო "მოზაიკას".

არსებული ინფორმაციით, სკოლის მანდატურმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მან განყოფილებაში ჯერ მასწავლებელი წაიყვანა, მოგვიანებით კი ფაქტზე მშობელიც გამოკითხა.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, მასწავლებელმა და მშობელმა გორის სამმართველოს განყოფილებაში, გამოკითხვაზე ყოფნისას, ფიზიკური დაპირისპირება უარყვეს და თქვეს, რომ მათ შორის ადგილი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა.

მომხადრის შესახებ საქმის კურსშია სკოლის დისციპლინარული საბჭო. როგორც სკოლის დირექტორმა გვითხრა, 10 დღის ვადაში, ისინი მოიკვლევენ, რა მოხდა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

"იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ მასწავლებელმა ბავში სცემა, ის სამსახურს დატოვებს. თუ მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, მაშინ მას გაფრთხილებას მივცემთ", - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

რაც შეეხება მასწავლებელსა და მშობელს შორის მომხდარ დაპირისპირებას, ამაზე გამოძიებას გორის პოლიცია აწარმოებს.

ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტის შესახებ გორის რესურსცენტრმა საქმის კურსში განათლების სამინისტროც ჩააყენა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია