შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2019 წელს ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36119 
 08 თებერვალი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი და ტენდენცია გრძელდება, რათა მაქსიმალურად დროულად მოგვარდეს ინფრასტრუქტურული პრობლემები.

რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, 2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (ESIDA) სამი, მათ შორის - ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაა დაგემილი, ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით საქართველოში 82 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.

 

 

 

მინისტრის ცნობით, 2019 წელს დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის აშენება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება