შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა ადამიანებს ერთმანეთს აპირისპირებს, ეს მისი მართვის სტილია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36130 
 08 თებერვალი 2019

"ოცნება არ დაიშლება, სანამ ივანიშვილი იქნება; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სასურველი შედეგი თუ არ დაჯდა და ხელისუფლებას დაკარგავს, ივანიშვილი ის კაცი არ არის მომავალში ამ პარტიას აჭამოს, ან საკუთარი ფული კობახიძეს დაახარჯოს," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი მმართველ პარტიაში მიმდინარე მოვლენებს.

"ოცნების" შიგნით განსაკუთრებული არაფერი ხდება, რადგან ეს პარტია არა არის, ეს არის ერთი ადამიანის მომსახურე ვერტიკალი. ამ ვერტიკალში ვინმეს რამე თუ არ მოსწონს, დატოვება მოუწევს, არ დატოვებს და უკანა პლანზე გადაიწევს. ასე რომ, არაფერი არ შეიცვლება მაშინაც, ყველა რომ გამოცვალონ და ახალი ხალხი მოიყვანონ.

რაც შეეხება შიდა დაპირისპირების არსს, როგორც ჩანს, მოსამართლეების თემა მეტისმეტი აღმოჩნდა "ძველი ოცნებისთვის" და "ახალ ოცნებას" ანუ კობახიძეს შეუტიეს, თითქოს ის ბიძინას მითითებებს არ ასრულებდეს. მერე ძველი გვარდია შეეცადა ბიძინა თავის მომხრედ გადმოეყვანათ. ბიძინა კი როგორც წესი არ ჩქარობს, დრო გაჰყავს და ერთმანეთს აპირისპირებს, ეს მისი მართვის სტილია. ძალიან მიკვირს რატომ ვერ გაიგო აქამდე ამ ხალხმა.

ივანიშვილმა ყველაფერი რომ დათმოს, სასამართლოს არასდროს არ დათმობს, რადგან ამ სისტემას მისი ძალაუფლების შემადგენელ ნაწილად განიხილავს.

ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომ უკან დახევა არ შეეძლოს და გაჯიუტდეს, თუ იგრძნო რომ ძალაუფლებას კარგავს. მარიხუანას პროექტის დაკარგვით იცოდა, რომ არ გაღარიბდებოდა. მაგრამ სასამათრლოს დამოუკიდებლობას არასდროს დაუშვებს. მოსამართლეებს ბოლომდე არ გაწირავს, შეიძლება სიაში რამდენიმე გვარი შეიცვალოს, მაგრამ ძირითადად ის კლანი დარჩება, რომელიც მას ემსახურება. ივანიშვილი სასამართლოზე კონტროლს ხელს არ გაუშვებს, რადგან ამას ხელისუფლების დაკარგვის საფრთხედ აღიქვამს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია