შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36131 
 08 თებერვალი 2019

აქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე სააკაშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის პარალელურად, მსოფლიოში აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილი უდავოდ მსხვილი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში. მან ქვეყანაში განახორციელა არაერთი შესანიშნავი ცვლილება ეკონომიკის თვალსაზრისით. მას ყოველთვის აქვს ძალიან საინტერესო ხედვა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ უკრაინასთან დაკავშირებითაც. მე მტკიცედ მჯერა, რომ ისეთი ქვეყნები როგორიც საქართველო და უკრაინაა ევროკავშირთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყვნენ. მე ძლიერი ოპონენტი ვარ რუსეთის ექსპანციონიზმის, რომელიც ამ ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა, მათი ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს და ცდილობს გააკონტროლოს მათი საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ, ევროპარლამენტში გვინდა, დავინახოთ უფრო გამჭირვალე, ღია და დემოკრატიული საქართველო, ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება და კანონის უზენაესობის დაცვა", – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ჩარლს ტანოკიმ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია