შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

""ქართული ოცნება" ძალიან დიდხანს იქნება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36132 
 08 თებერვალი 2019

'ქართული ოცნება“ არის და იქნება კიდევ ძალიან დიდხანს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა და განმარტა, რომ პროცესები, რომელიც მმართველ გუნდში ახლა მიმდინარეობს, არის სრულიად ბუნებრივი და ჯანსაღი.

'მე მაქვს ჩემი ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკური პროცესებიც მიმდინარეობს და ძალიან საინტერესო, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. საკითხებს უნდა მივუდგეთ ნაკლები ემოციით, მეტი პროფესიონალიზმით, მეტი პოლიტიკური გამჭრიახობით და ერთი მთავარი რამ: „ქართული ოცნება“ არის და იქნება კიდევ ძალიან დიდხანს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც მმართველი პარტია, ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი როლი შევიტანოთ ქვეყნის შემდგომ განვითარებაში. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ არის მყარი, ვაპირებთ, რომ გავაგრძელთ ასევე მყარად და დავიწყოთ სამზადისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამრიგად, დაველოდოთ მოვლენებს. შესაბამისად, რესურსი იმის, რომ „ქართული ოცნება“ დაზიანდეს და რამე არასწორი პოლიტიკური მსვლელობა განახორციელოს, არის აზრს მოკლებული’’, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია