შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მადლობა ,,ქართულ ოცნებას“, რომ ისევ არ ვცხოვრობ 9 წლის წინანდელ რეალობაში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36135 
 08 თებერვალი 2019

მე მოვისმინე კრიტიკა, ტყუილი, შეურაცხყოფა, თუმცა ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული მოსაზრება, - ამ სიტყვით დაასრულა საკუთარი გამოსვლა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა:

„ეს ყველაფერი გავლილია, დღენახევარი, რაც აქ ვარ, „დე ჟავუს“ შეგრძნება მაქვს - „დე ჟავუს“, თითქოს მე ვცხოვრობ დაახლოებით 9 წლის წინ. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა: მინდა მადლობა ვუთხრა ,,ქართულ ოცნებას“, რომ დღეს, როდესაც მე აქედან გავალ, მე არ ვცხოვრობ ისევ 9 წლის წინანდელ რეალობაში და ვცხოვრობ იქ, სადაც ასეთ ადამიანებსაც აქვთ აზრის გამოთქმის საშუალება და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვუსმინოთ და ღირებული პასუხები გავცეთ. მე მჯერა, რომ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ, გზას, რომელიც მიმართულია რეფორმებისკენ, ალტერნატივა არ აქვს. ამ დღენახევრის განმავლობაში მე მოვისმინე კრიტიკა, ტყუილი, შეურაცხყოფა, თუმცა ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული მოსაზრება, რომელიც მიმართული იყო რეფორმისკენ,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია