შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი კობახიძეს ბესელიასთან ჩახუტებას სთხოვდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36150 
 09 თებერვალი 2019

ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების წევრების დახრული შეხვედრა - სანდრო წყარომ კურიერს ქართული ოცნებიდან უამბო, რა ხდებოდა დახურულ შეხვედრაზე.

როსტომ მეფის სასახლის დერეფანში მდგარ პარლამენტის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ ხელი ჩაჰკიდეს, ეკა ბესელიასთან მიიყვანეს და მასთან ჩახუტებას სთხოვდნენ.

ინფორმირებული პირი, ვინც ეს სცენა დაინახა, ყვება, რომ ივანიშვილის და კალაძის გეგმა ბესელიამ ჩაშალა, რომელმაც ხელის ერთი აწევით მისკენ მიმავალი პარლამენტის თავმჯდომარე შეაჩერა. დერეფანში ჩახუტება არ შედგა. ბესელიამ ივანიშვილის და კალაძის თანდასწრებით კობახიძეს მოსთხოვა, მასთან ერთად სხდომათა დარბაზში შესულიყო, სადაც პარტიის წევრები ისხდნენ და საჯარო ბოდიში მოეხადა.

კობახიძემ ბესელიას ბოდიში უმრავლესობის წევრების თვალწინ მოუხადა, თუმცა, დიდი პოლიტიკური შერიგება მაინც არ შედგა.

დარბაზში ივანიშვილის თანდასწრებით ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ, კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, დეტალები კურიერს უამბო.

ირკვევა, რომ საქმის გარჩევის დროს ბესელიამ ხელი ზარდიაშვილისკენ გაიშვირა და ივანიშვილს უთხრა, რომ ზარდიაშვილი მისი თანაგუნდელი ვერასოდეს გახდებოდა.

დაძაბული სხდომა დაზავების გარეშე დასრულდა.

ქართული ოცნების ხმაურიანი შეხვედრიდან ორ დღეში ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აიტვირთა. ვიდეომასალა ჯერ მოქალაქეებს შიდა მიმოწერის სისტემაში გაუგზავნეს, შემდეგ კი ღია სივრცეში ატვირთეს. ამ კადრებმა კრიზისი ქართლი ოცნებაში კიდევ უფრო გააღრმავა და უმრავლესობის კიდევ ერთი შეხვედრა ჩაინიშნა. მოლაპარაკების ეს რაუნდი კიდევ უფრო დაძაბული აღმოჩნდა.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ყვება, რომ ეკა ბესელიას მწვავე კამათი ჰქონდა კახი კალაძესთანაც, რომელმაც გედევან ფოფხაძეს პარტიიდან წასვლა ურჩია და კარისკენ მიუთითა. ამ კამათში ჩაერთო ლევან გოგიჩაიშვილი.

ქართული ოცნების ბოლო შეკრება უმრავლესობას, პარტიის წევრების და გუნდის ლიდერის ყველაზე მწვავე და ხმამაღალი კამათით დაამახსოვრდათ.

წყარო ქართული ოცნებიდან კურიერს უყვება, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილთან ასეთ ღია დაპირისპირებას გუნდის წევრები აქამდე ვერასდროს ბედავდნენ.

ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უსაყვედურა ოთარ დანელიას, რომელმაც კახი კალაძეს ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადება და თანაგუნდელებისთვის კარისკენ მითითება დაუწუნა.

დაპირისპირებას უმრავლესობის შეკრებაზე თითქმის მდუმარედ ადევნებდა თვალყურს კახი კალაძე. ვითარების გამწვავებას მოერიდა კობახიძე-მდინარაძის დაჯგუფება.

რამდენიმე რაუნდიანი დაძაბული მოლაპარაკებების დროს ივანიშვილი მისივე პარტიის წევრებს ხშირად უმეორებდა, საჯაროდ ერთმანეთის ლანძღვა დაესრულებინათ.

ივანიშვილმა დაპირისპირებულ მხარეებს უთხრა, რომ მათი კონფლიქტი პირადად მას აზარალებდა და პარტიაც ხალხის წინაშე ნდობას კარგავდა, როდესაც ოლიგარქის მოწოდებებმა შედეგი ვერ გამოიღო და პარტიის ლიდერი თავადვე მიხვდა, რომ მართვა დაკარგული ჰქონდა, გუნდი ოპოზიციასთან გარიგებაში დაადანაშაულა. მან ყველაზე ხმაურიან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებულ ლევან გოგიჩაიშვილს უთხრა, რომ წყალს ოპოზიციის წისქვილზე ასხამდა.

"rustavi 2"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
შემეცოდა
საწყალი