შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ურეკის პოლიცია ივანიშვილების შნირად იქცა...ეს კრიმინალების ოჯახია"-ვინ უპირისპირდება ადიკო ივანიშვილის ოჯახს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36153 
 09 თებერვალი 2019

 ერევნის უმკაცრესი რეჟიმის ციხეში უკვე ცხრა თვეა, სასჯელს საქართველოს მოქალაქე - ბუბა ლომთათიძე იხდის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილს ემზარ ივანიშვილს სოციალური ქსელით ემუქრება. ის "კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ურეკის პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობს და მათ დედა-შვილის ლილი და ემზარ ივანიშვილების პირად მსახურებად მოიხსენიებს. 

"ურეკის პოლიცია მთლიანად არის გადართული, ემზარ ივანიშვილის და დედამისის, ლილი ივანიშვილის სამსახურზე. ისინი არ არიან პოლიციელევი, არიან მაგათი პირადი  შნირები. ლილი აკონტროლებს იქ პირადად ვინ უნდა დაინიშნოს, ვინ უნდა მოიხსნას. აქ სასომხეტში ჩამოვედი როგორც დევნილი ივანიშვილებისგან. შემოყარეს იქ ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში ძველი ვიჭები... თავიდანვე ვამბობდი, რომ ესენი არიან კრიმინალების ოჯახი"-ამბობს ლომთათიძე. 

აღნიშნულ ინტერვიუმდე ლომთათიძემ ღია წერილით ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა, სადაც ყოფილ პრემიერს "კრიმინალი ძმისშვილის" მიხედვას ურჩევს: 

"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს სანამ ჩემზე ბინძურ კამპანიას წამოიწყებთ... მიხედე შენ კრიმინალ ძმიშვილს ემზარის.. მან რაც იკადრა მაგას არ ვაპატიებ... არც უკან დახევას ვაპირებ... მოიხადოს ბოდიში და შევეშვები... რაც შეეხება ეკა ბესელიას კადრებს არანაკლები მაქვს ემზარ ივანიშვილზე. .... და სხვაც ბევრი არ მოყვეს მაგას.... რაც შეეხება 17 ადამიანის დაპატიმრებას ყველა გაანთავისუფლეთ.... მე დავდე ეგ კადრები მე გავავრცელე ყველასთან სამაგისო საბაბიც მაქვს... იცით რას ვგულისხმობ და თუ რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ კადრებთან დაკავშირებით მე გაგცემთ პასუხს . უკანონოდ 17 ადამიანი გაანთავისუფლეთ და მე მომთხოვეთ პასუხი. რაც შეეხება ემზარ ივანიშვილს უმკაცრესად დაისჯება და მან იცის რატომაც და ყველამ... ასე რომ ოცნებას თავი დაანებეთ და მემგონი დროა ერთმანეთს ნორმალურ ფარგლებში გავცეთ პასუხი და სხვას ნუ რევთ და ნუ აკეთებთ ზეწოლას ისეთ პირებზე ვისაც არეხება. 17 ადამიანი გაანთავისუფლეთ და მე მელაპარაკეთ ვინ ვარ და რაზეა საუბარი ბიძინა კარგად იცის და ველოდები პასუხს".....წერილი, რომელსაც ბუბა ლომთათიძის ფეისბუკ გვერდზეა, 3 თებერვალსაა გამოქვეყნებული. 

ბუბა ლომთათიძე, რომელიც ერევნის ციხეში მეუღლესთან ერთად იხდის სასჯელს, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ინტერნეტში ატვირთვაშია ასევე ბრალდებული. 


 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია