შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Black Sea Arena-ს შენახვა სახელმწიფოს მილიონობით ლარი უჯდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36122 
 08 თებერვალი 2019

შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის - Black Sea Arena-ს შენახვა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უჯდება, ხოლო 2017 წელი დარბაზმა 6,4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ფეისბუქის გვერდზე წერს.

„რომ უხაროდათ, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი ივანიშვილმა სახელმწიფოს აჩუქაო , ამ სახელმწიფოს მისი შენახვა ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება და კიდევ მრავალი მილიონი იმ ”სახელმწიფო” კონცერტების ბიუჯეტიდან დასასუბსიდირებლად, რომელიც იქ იმართება და რომლის გარეშეც ეს ნაგებობა ჯართია.

წელიწადში ხუთიოდე კონცერტი, მთელი წლის განმავლობაში ბოქლომდადებული ნაგებობა და გაფრენილი მილიონები-ესაა ნაჩუქარი ქონების შედეგი, ისევ ჩვენი სათრევი რომ გახდა.

2017 წელი საკონცერტო დარბაზმა 6,4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. წელსაც არანაკლები იქნება.

კერძო საკუთრებაში რომ ყოფილიყო, გაჩნდებოდა ცოცხალი სივრცე და მესაკუთრეც ყველა ღონეს იხმარდა, რომ დაეტვირთა. დარბაზი მრავალი ფუნქციას შეიძენდა და შემოსავალსაც მოიტანდა.

საჩუქარიც რომ გაღარიბებს?!“ - წერს გოცირიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია