შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თემურ მანველიშვილს, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტს ვედრო ჩამოამხო, ბრალი წაუყენეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10559 
 10 თებერვალი 2019
დღეს, შიდა ქართლის პროკურატურამ თემურ მანველიშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამის შესახებ მანველაშვილმა qartli.ge-ს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების შესახებ, სასამართლო, სავარაუდოდ, ორშაბათს, 11 თებერვალს იმსჯელებს. ,,ვნახოთ, გავეცნობი დასკვნას და ამის შემდეგ ვისაუბრებ დეტალებზე. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ბოდიში არავისთვის მომიხდია" - ამბობს თემურ მანველიშვილი. დაზარალებულია სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. მანველიშვილის განმარტებით, პროკურატურამ სამხარაულის სახელობის ექპერტიზიდან დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვით, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით წაუყენეს, რომელიც ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.. - “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.” გიგა მაქარაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ 16 იანვარს ცნეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა. იხ. ამავე თემაზე: თემურ მანველიშვილს მანქანაზე მუქარის წერილი დაუტოვეს
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია