შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნების" დეპუტატი - " ყველაფერი იქნება კარგად "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36145 
 09 თებერვალი 2019

ოზუგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლევან კილაძემ  "გურიის მოამბის" დასმულ კითხვას, მოგვიანებით უპასუხა

გურიის მოამბე :  "სამომხმარებლო კალათა გაძვირდა, მოიმატა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასებმა, გაძვირდა პური და კიდევ ბევრი პროდუქტი. ხალხს უკიდურესად უჭირს,ისინი ჩვენთან გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნავენ, რომ ასეთი გასაჭირი გურიას არ ახსოვს. რამდენადაა სამთავრობო გუნდი ამაზე პასუხისმგებელი, რას გეგმავს იმისთვის, რომ შემსუბუქდეს გურულების გაუსაძლისი ყოფა და რა არის თქვენი აზრით გამოსავალი ამ კრიზისიდან ?

 

ლევან კილაძე, ოზურგეთის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან": "ქართულ ოცნებას, მძიმე მემკვიდრეობა ერგო წილად წინა ხელისუფლებისგან. დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ გააუმჯობესოს და შეუმსუბუქოს ხალხს რთული ყოფა. დიდი წინსვლაა სოციალური მიმართულებით, სოცილურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს გაეზარდათ ყოველთვიური შემწეობა და 50 ლარი გახდა, ასევე სასიკეთო ძვრებია პენსიის მატებასთან დაკავშირებით, ვალების განუება  ერთგვარი შვება იყო გაჭირვებული ხალხისთვის. ვერ ვიტყვი რომ ეს საკმარისია , მთავრობას ამ მიმართულებით კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, პრემიერი და მთელი გუნდი გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერი იქნება ძალიან კარგათ. მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, გააუმჯობესებს გომის მთის და ბახმაროს განვითარება, ასევე კურორტ ნასაკირალის  რეაბილიტაცია. აშენდა სამკერვალო ფაბრიკა ზვანში და დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე შეკვეთილში სასტუმროებში არიან დასაქმებულები. ჯერ ისევ ბევრია ღარიბი და შეჭირვებული ხალხი, მაგრამ ჩვენი მთავრობა შეძლებს ყველაფერი იყოს უკეთესად და უკეთესად"- განაცხადა დეპუტატმა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა