შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საპატრიარქოს არ აინტერესებს ადამიანი"- ცოტნე გამსახურდია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36162 
 10 თებერვალი 2019

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელსაც ორგანიზებას ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები უწევენ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია მივიდა.

მისი თქმით, ე.წ. ციანიდს საქმეში არის სხვადასხვა ტიპის შეუსაბამობები და დარღვევები, რაც აჩენს კითხვებს, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.

„ამ საქმეში არის ბევრი კითხვის ნიშანი, მაგალითად იმაზე, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა გიორგი მამალაძის აყვანა. შემდეგ ჩვენ გვახსოვს რამდენიმე საათიანი დუმილი და თავდაპირველად გავრცელებული ინფრომაცია, თითქოს მას სურდა პატრიარქის მოწამლვა. ამის შემდეგ კი გაკეთდა განცხადება, თითქოს მას სურდა შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა, რაც აჩენს კითხვებს, ხომ არ ცდილობდა სახელმწიფო ამ გზით ქულების დაწერას. სამწუახროა, რომ ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც ოჯახი მართავს აქციას, საპატრიარქოს მხრიდან გამოხმაურება ამ ყველაფერს არ მოჰყოლია, ვინაიდან საპატრიარქო არის ერთგვარი სინდიკატი, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანი“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია