შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

13 რჩევა მშობლებს ცნობილი პედაგოგისგან, რომელმაც ბავშვის აღზრდის რევოლუციური მეთოდები დანერგა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36157 
 09 თებერვალი 2019

იტა­ლი­ე­ლი პე­და­გო­გი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის, მა­რია მონ­ტე­სო­რის მიერ შექ­მნი­ლი ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მე­თო­დი­კა ძალ­ზედ მო­თხოვ­ნა­დია მსოფ­ლი­ო­ში. მონ­ტე­სო­რი მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, ის იყო პე­და­გო­გი, მეც­ნი­ე­რი და იტა­ლი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი დოქ­ტო­რი.

ქალ­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბავ­შვთა სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბას მი­უ­ძღვნა და უნი­კა­ლუ­რი სის­ტე­მა გა­მო­ი­გო­ნა, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კა­ზე ზე­წო­ლის გა­რე­შე ავ­ლენს ბავ­შვის ნი­ჭ­სა და სხვა­დას­ხვა უნარს. მთა­ვა­რია, შექ­მნა ისე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ბავ­შვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გახ­სნას.

მონ­ტე­სო­რის რჩე­ვე­ბი მშობ­ლე­ბის­თვის თით­ქოს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ჟღერს, თუმ­ცა თუ და­უკ­ვირ­დე­ბით, მათ­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის სიბ­რძნე დევს. ამ რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვა და ბავ­შვე­ბი უფრო გან­ვი­თა­რე­ბულ პი­როვ­ნე­ბე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან:

 

  • თუ ბავ­შვს ხში­რად აკ­რი­ტი­კებთ - ის მი­ეჩ­ვე­ვა სხვე­ბის გან­სჯას
  • თუ ბავ­შვს ხში­რად შე­ა­ქებთ - ის ის­წავ­ლის და­ფა­სე­ბას
  • თუ ბავ­შვთან ავ­ლენთ აგ­რე­სი­ას - ის ის­წავ­ლის ჩხუბს
  • თუ ბავ­შვთან გულ­წრფე­ლი ხართ - ის ის­წავ­ლის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას
  • თუ ბავ­შვს ხში­რად დას­ცი­ნი­ან - ის გა­იზ­რდე­ბა მორ­ცხვი
  • თუ ბავ­შვს ხში­რად შე­არ­ცხვენთ - ის ხში­რად ჩათ­ვლის თავს დამ­ნა­შა­ვედ
  • თუ ბავ­შვს შემ­წყნა­რებ­ლუ­რად ექ­ცე­ვით - ის ის­წავ­ლის მოთ­მი­ნე­ბას
  • თუ ბავ­შვს ხში­რად გა­ამ­ხნე­ვებთ - ის ის­წავ­ლის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას
  • თუ ბავ­შვი ცხოვ­რობს მე­გობ­რულ გა­რე­მო­ში და თავს სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს - ის იპო­ვის სიყ­ვა­რულს ამ სამ­ყა­რო­ში
  • არას­დროს თქვათ ცუდი ბავ­შვზე! - არც მას­თან, არც სხვას­თან
  • ყო­ველ­თვის მო­უს­მი­ნეთ და უპა­სუ­ხეთ ბავ­შვებს, როცა თქვენ მოგ­მარ­თავთ
  • პა­ტი­ვი ეცით ბავ­შვს, როცა შეც­დო­მას ჩა­ი­დენს და შეძ­ლებს მის გა­მოს­წო­რე­ბას
  • ბავ­შვთან მი­მარ­თვი­სას ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სოდ მო­ი­ქე­ცით - აჩ­ვე­ნეთ მას ყვე­ლა კარ­გი მხა­რე, რაც არის თქვენ­ში

დედ-მა­მას უნდა ახ­სოვ­დეთ, რომ ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი გა­რე­მოც­ვის­გან სწავ­ლო­ბენ. მონ­ტე­სო­რი ურ­ჩევს მშობ­ლებს, კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ შვი­ლის სწორ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ასეთ გა­რე­მო­ში ცუ­დის­თვის ად­გი­ლი არც დარ­ჩე­ბა.

წყარო: "ამბები. გე"

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია