შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეთნიკური აზებაიჯანელების პროტესტი მიხაილ ავაგიანის მონუმენტის გამო

პოლიტიკა
 11 თებერვალი 2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაგიანის ძეგლი დადგეს. ამის გამო გაიამრთა ეთნიკური აზერბაიჯანელების საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან.

შეგახსენებთ რომ, მიხაილ ავაგიანი ბუღაშენში დაიბადა. Jnews-ის ცნობით, სოფლის 8-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა სომხეთში, ქალაქ რაზდანის ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა. მუშაობდა აფხაზეთში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, რის შემდეგაც საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში მდებარე სოფელ აღბულაგში გადავიდა. როდესაც სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, მიხაილ ავაგიანი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და ცნობილი გახდა მეტსახელით „კობრა“, რადგან იცოდა აზერბაიჯანული, რაც მას სადაზვერვო საქმიანობაში ეხმარებოდა. ის ქალაქ ჰორადიზში შეტაკებების დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბუღაშენი ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელია, რომელიც ახალქალაქიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მიხედვით, ბუღაშენში 460 ადამიანი ცხოვრობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
რას ფიქრობთ ამ თემაზე?