შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,შეიცანი ბოლნისი და გახდი თავგადასავლების გმირი’’- სათავგადასავლო გასეირნება ბოლნისში

მულტიმედია
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

,,შეიცანი ბოლნისი და გახდი თავგადასავლების გმირი’’ ამ იდეით ორგანიზაცია ,,one caucasus’’ (ვან კავკასუსმა) შემოქმედებითად განსხვავებული არტ- გასეირნება ბოლნისში მოაწყო. ათ ლოკაციაზე  სათავგადასავლო აქტივობები დაიგეგმა. ადგილობრივ მოსახლეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ხელოვანებთან ერთად შეეძლო ბოლნისი სხვა კუთხით დაენახა, თავგადასავლების მაძიებლები რუკის საშუალებით მათთვის საინტერესო ლოკაციაზე გადაადგილდებოდნენ, მოეწყო ბოლნისში მცხოვრები ადამაშვილების  ოჯახის  ისტორიის ამსახველი ფოტოების გამოფენა, თავგადასავლებში მონაწილეებს  საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ლუდი, ჩართულიყვნენ ,,ვარსკვლავური ომების ბაზარში’’, გამხდარიყვნენ მიკრო არქიტექტორები, დაეთვალიერებინათ ნუმიზმატიკის კერძო მუზეუმი და გამხდარიყვნენ სხვადასხვა აქტივობების მონაწილენი . არტ- გასეირნებაში აქტიურად ჩაერთვნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.

არტ-გასეირნება იყო შესავალი იმ გრანდიოზული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა, რომელიც 1 და 2 სექტემბერს ფოლადაურის ხეობაში გაიმართება, ფესტივალი ბოლნისში წელს პირველად ტარდება და მისი მიზანია შთამაგონებელი და უსაფრთხო სივრცის შექმნა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია