შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასულიერო სკოლამ სასწავლო წელი სიახლეებით დაიწყო

მულტიმედია
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

ეკატერინე, მარიამი, ელენე, ნია და კიდევ ოცი პატარა დღეს პირველად მივიდა სკოლაში. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სიახლეებით დაიწყო. მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით განახლდა და გარემონტდა კლასები, სკოლა აღიჭურვა ახალი ინვენტარით, განახლდა წიგნთა ფონდი. სასწავლო წლის დაწყება სკოლის ეზოში საზეიმოდ აღინიშნა. სამადლობელი პარაკლისი სკოლის დირექტორმა მამა პეტრემ და მოძღვარმა მამა კონსტანტინემ აღავლინეს. ღონისძიების დასასრულს, სკოლის ადმინისტრაციის სიურპრიზს პატარების ემოციები და სიხარული მოჰყვა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია