შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიშას ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება საქართველოში“ - გიული ალასანია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36165 
 10 თებერვალი 2019

"მიშას ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ლიეჟში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება და ალტერნატიული მთავრობის შექმნას აანონსებს.

გიული ალასანია აცხადებს, რომ მისთვის სასურველია, სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში.

"ვნახოთ, სასურველია ჩემთვის, ეს რომ მოხდეს. გეგმა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ერთი სული აქვს დაბრუნების. ალბათ როცა ჩამოვა, ყველა კითხვას პასუხს გასცემს. მე არ ვიცი მის გეგმებზე, თბილისიდან ვადევნებ თვალს. როგორც წესი, რჩევებს არ ვაძლევ ხოლმე და სურვილი მაქვს, რომ მიშა იყოს სახლში. სასამართლო გამოვტოვოთ და მიმაჩნია, რომ მიშა საქართველოში უნდა იყოს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, დღეს ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოძრაობა „ერთად სახლში" ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილის და ემიგრანტების შეხვედრა იგეგმება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია