შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილი სახელმწიფოს პანიკაში აგდებას ,რათა კიდევ მეტი სისულელე გააკეთებინოს" - ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36166 
 10 თებერვალი 2019

ანალიტოკის გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის  პოლიტიკური აქტიურობა და ემიგრაციასთან შეხვედრები, პოლიტიკურად ტემპერატურის მაღლა აწევას ემსახურება. ხუხაშვილი გამორიცხავს, რომ სააკაშვილმა უკრაინის სცენარი გაითამაშოს და ის სახლში ემიგრანტებთან ერთად დაბრუნდეს. მისი აზრით, საქართველოში უამრავი პრობლემებია, თუმცა სისტემა იმდენად ჩამოშლილი არ არის, რომ სააკაშვილს სამრთლებლივად პასუხი ვერ აგებინონ.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს სააკაშვილმაც კარგად იცის, თუმცა ის ამით ხელისუფლების შერყევას და მათ პანიკაში ჩაგდებას ცდილობს, რათა „კიდევ უფრო მეტი სისულელე გააკეთონ“. 

ხუხაშვილი „ოცნებაში“ შექმნილ სიტუაციასაც აფასებს და ამბობს, რომ ივანიშვილმა  პოლიტიკური სისტემების მართვა სექტის ლიდერივით დაიწყო და მისი ბოლოდროინდელი ქმედებები პოლიტიკურ ლოგიკას სცდება. ამიტომაც მისი დაცვა დღითიდღე შეუძლებელი ხდება. მე არ ვფიქრობს, რომ საქართველოში იგივე სცენარის გათამაშება შესაძლებელია. უკრაინაში და საქართველოში არსებული ვითარება, მიუხედავად ჩვენი ქვეყნის უამრავი პრობლემისა, მაინც რადიკალურად განსხვავდება. ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა იმდენად სააკაშვილი არ არის, როგორც საკუთარი სიბრიყვე. 

სააკაშვილი დღევანდელ ვითარებაში საზღვარს მოადგეს და ამას რაიმე სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვეს, ეს არ მოხდება. საქარველოს ხელისუფლება ამდენად ჩამოშლილიც არ არის. სააკაშვილს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, ამიტომაც ამ ნაბიჯს არ გადადგმას.

სააკაშვილის  მხრიდან ასეთი აქტიურობა პოლიტიკურ ცეცხლში მუდმივად შეშის შეკეთების მცდელობაა. ის ცდილობს, რომ პოლიტიკური ტემპერატურა მუდმივად მაღალ ნიშნულზე ჰქონდეს. ამასობაში კი ხელისუფლებამ მისი პერსონის მიმართ ისტერიული შიშით კიდევ დამატებით შეცდომები დაუშვას. 

არ მგონია დღეს ეს თემა აქტუალური იყოს, თუმცა ხვალ და ზეგ თუ ხელისუფლება ამ სისულელეებს გააგრძელებს, გამორიცხული მერე უკვე აღარაფერია. 

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული სულელური და აბსურდი წერილით ხელისუფლებამ ფაქტობრივად თქვა, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ვარო. მან ხელი იმ სასამართლო მანკიერ სისტემაზე მოაწერა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს შეიქმნა. 

„ოცნების“ მთავარი პრობლემა „ოცნებაა“ და არა სააკაშვილი. მას მხოლოდ ხელისუფლების შეცდომების გამოყენება შეუძლია და დამერწმუნეთ ამას მშვენივრად იზამს, ის ამის სპეციალისტია. სააკაშვილის ეს ქცევა ხელისუფლების საჩვენებლად არის, რომ აქ რყევები გაგრძელდეს და ის სისულელეები აკეთონ, რასაც ის კარგად გამოიყენებს. 

როგორც ჩანს, ივანიშვილი უკვე სიტუაციის მძეველია და ამ მდგომარეობიდან ვეღარ გამოდის. ის გრძნობს კომფორტს, როდესაც პოლიტიკურ სისტემებს რელიგიური პრინციპებით მართავს. საერთოდ, მგონია მოსწონს და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაც არ უნდა. 

ამ საქციელის პოლიტიკური ლოგიკით ახსნა უკვე შეუძლებელია. ამას ის მხოლოდ კატასტროფისკენ მიჰყავს. ეს უკვე რწმენის და სარწმუნოების საკითხია. ფაქტობრივად სექტის პრინციპით დაიწყო ყველაფრის მართვა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია