შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილი - „ბოროტი“, ივანიშვილი - "ცუდი", გამოსავალი? -"კარგი"!"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36187 
 11 თებერვალი 2019

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასე ეხმაურება:

„მე, არ გახლავართ რევოლუციების მომხრე და ყოველთვის ევოლუციურ პროცესებს ვუჭერ მხარს, მაგრამ, როდესაც 27 წლის მანძილზე რეალურად (ფასადურად, კი ბატონო!) არაფერი კეთდება ქვეყნის წინსვლისთვის, ხალხი ყოველწლიურად ღარიბდება და გარბის უცხოეთში, როცა უფრო და უფრო ვეფლობით ჭაობში, დღეს, სააკაშვილ ("ბოროტი"!) - ივანიშვილის ("ცუდი"!) სპექტაკლირებულ დაპირისპირებაში, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ("კარგი"!), სწორედ "ჯანყია", ანუ რევოლუციური გარდაქმნები, რომელიც ხალხის მიერ მიღებული ახალი, სამართლიანი საარჩევნო სისტემის მეშვეობით, ჭეშმარიტად სუვერენულ, ეროვნულ და დემოკრატიულ სახელმწიფო სისტემას შობს, რაც უეჭველად განაპირობებს ქვეყნის სახელმწიფოებრივ (პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური, კულტურული და სხვა.) განვითარებას!!!

P.შ. პერიფრაზი, ცნობილი ამერიკული კინოფილმის დასახელებისა, - "ბოროტი, ცუდი, კარგი"!“ - კირვალიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია