შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს – 25 წელი დაბრუნების მოლოდინში

მულტიმედია
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

25 წელი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან, ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღეა. აფხაზეთის ომში სამშობლოს დასაცავად ბოლნისიდან 281 მეომარი იბრძოდა, მათგან 10 გმირულად დაიღუპა, 14 კი დღემდე დაკარგულად ითვლება. მათ ხსოვნას წლებია პატივს მიაგებენ. დღესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ და დაკარგულ ბოლნისელ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით შეამკო.

25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ომის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი  კი დევნილად იქცა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია