შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ურეკის უნიკალურ ფიჭვნარში გასხვისებული 18 მიწის ნაკვეთი-ზღვისპირეთში მიტაცებული მიწები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36204 
 12 თებერვალი 2019

 

ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაბა ურეკში არსებულ ფიჭვნარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2014-2017 წლებში გასხვისებული ნაკვეთები დააყადაღა და როგორც ირკვევა, სისხლის სამართლის საქმეც აღძრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მიმართ ქრთამის მიცემისა და გაყალბებული დასკვნებით მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2014-2017 წლებში უნიკალური ფიჭვნარის ტერიტორის გასხვისება სხვადასხვა ფორმით დაიწყო, მათ შორის დიდი წილი, 12 ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ იქნა შეტანილი საპრივატიზებო ნაკვეთების ნუსხაში და ისე იქნა გასხვისებული.

ფიჭვნარის  უკანონოდ გასხისებამ, რასაც მათში კუსტარული ფარდულების და ,,ბუტკების,, ჩადგმა მოყვა, უნიკალური ფიჭვნარი ბოსტნეულის,  მეცხოველეობის პროდუქტების და სხვადასხვა სახის საქონლის ბაზრობად გადააქცია, რამაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა საზღვაო კუროროტის იერსახეს და სერიოზული კითხვის ნიშანი გააჩნა ამ უნიკალური კურორტის მომავალთან მიმართებაში, რადგან ურეკში არ არსებობს სხვა დასასვენებელი პარკი, ან ბულვარი, გარდა ამ მრავაწლოვანი ფიჭვნარისა, რაც დამსვენებლებისთვის ზღვასთან ერთად, განსაკუთრებით მიმზიდველი იყო.

 ურეკის ფიჭვნარის ისტორია 1949 წლიდან იწყება, სწორედ ამ წლიდან მოხდა გურიის შავი ზღვის სანაპიროზე (ქობულეთიდან - ფოთამდე) უნიკალური ბიჭვინთის ფიჭვით გამწვანების ზოლის მოწყობა. 1953 წელს ურეკს მიენიჭა დაბის სტატუსი და ამსთანავე სანაპირო ზოლში დაიწყო საზღვაო კურორტ ,,მაგნეტიტის,, მშენებლობა. მშენებლობისას ზღვისპირა ფიჭვნარში მოწყობილი იქნა ქუჩა (დღევანდელი თაყაიშვილის), ქუჩის მაჯვენა ზღვის მხარეს კი დაიწყო დასასვენებლი სახლების/კოტეჯების, პანსიონატების და სანატორიუმების მშენებლობა. ქუჩის საავტომობილო სავალ ნაწილსა  და დასასვენებლი სახლების ღობეებს შორის დატოვებული იქნა უკვე არსებული ბიჭვინთის ფიჭვის კორომი ქუჩის მთელ სიგრძეზე, რომელიც ამჟამინდელ თაყაიშვილის ქუჩას ზღვის მხარეს გასდევს 15 მეტრის სიფართით, ასევე ამავე ფიჭვნარის ნაწილი მოყვა სანატორიუმების და დასასვენებელი სახლების ეზოებში.

გზისპირა ფიჭვნარს ურეკის დამსვენებლები ამ დროიდან იყენებდნენ - სასეირნოდ, სავარჯოშოდ და უბრალოდ ფეხით გადაასადგილებლად. აქედან გამომდინარე, მას ურეკის, როგორც კურორტის არსებობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

საქართველოშ 1992-ე წლიდან დაიწყო სახელმწიფო მიწის ნაკვეთების გასხვისება, 2014 წლის ბოლომდე არავის აზრადაც არ მოსვლია გზისპირა კორომში მიწის ნაკვეთები გაესხვისებინათ და იგი დაცული იყო გასხვისებისა და მშენებლობიდან გამომდინარე ყველანაირი ხელყოფისაგან. თუმცა, ის რაც არავის აზრადაც არ მოსვლია 2014 წლამდე, განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მოექცა 5 წლის წინ და უკანონოდ, განსაკუთრებით დაბალ ფასებში გასხვისებული უნიკალური ადგილების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურისთვის მოუწევთ განმარტებების მიცემა.

 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია