შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თხილის დაავადებებთან ბრძოლის სამი წელი - რას გეგმავს ხელისუფლება?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36211 
 12 თებერვალი 2019

ამის შესახებ დანელიამ BM.GE-თან სოფლის მეურნობის სექტორში ხელისუფლების 2019 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა. 

„თხილის ექსპორტის დაცემამ ძალიან დაგვაზიანა. მხოლოდ ფაროსანა არ არის პრობლემა. ჩვენ ის გვჭირდება, რომ ფერმერებს არა მხოლოდ ფაროსანას წინააღმდეგ, არამედ დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში მივეხმაროთ, რომელიც დამატებით ზიანს აყენებს თხილს და ბოლო ორ წელიწადში ფაროსანასთან ერთად, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩემი აზრით, სამი წელი დასჭირდება იმას, რომ სახელმწიფომ გარკვეული ფორმები და მიდგომები იპოვოს იმისთვის. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მექანიკური სამუშაოებით, შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება, მათ შორის, სეზონისთვის მომზადება და ეს მინდა, რომ მაქსიმალურად ყველა ოჯახამდე მივიტანოთ“, - განაცხადა დანელიამ. 

მისი ინფორმაციით, ამ პროცესში ხელისუფლებას დონორი ორგანიზაციები ეხმარებიან. 

„გუბერნიები, მერები და ადგილობრივი თვითმმართველობებიც მაქსიმალურად უნდა გააქტიურდნენ ამ თემასთან მიმართებაში, რომ მინიმუმ ყველა ოჯახმა და ფერმერმა იცოდეს, რა პროცედურები უნდა ჩაატარონ იმისთვის, რომ მაქსიმალური მოსავალი მივიღოთ“, - აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან თხილის ექსპორტმა 57 მლნ 266 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 30%-ით ნაკლებია, 2016 წელთან შედარებით კი - 68%-ით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია