შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"წადით, სანამ ფიალა მართლა ბოლომდე ავსებულა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36214 
 12 თებერვალი 2019

"როგორ მუშაობს რუსული ოცნება: ერთი მხრივ, პრეზიდენტად თავზე გვასვამს ადამიანს, რომელსაც აფხაზეთი განგრენად მიაჩნია და, მეორე მხრივ, გვეუბნება, ნახეთ, როგორ პატრიოტულ კანონს ვიღებო.

ერთი მხრივ სრულ უნისონშია ქურდულ სამყაროსთან და მასთან ერთად მუშაობს არჩევნების გასაყალბებლად (რომ კრიმინალებს იდილია არ დაერღვეთ), ხოლო მეორე მხრივ გვეუბნება, ამ მიმართულებით კანონმდებლობას ვამკაცრებთო...

სერგო ორჯონიკიძეს რომ საქართველოს ტერიტორიების გასხვისება აეკრძალა ან სტალინს ადამიანების ციმბირში გასახლება შეეზღუდა კანონით, ეგ თემაა.

ხოდა, ვის რას უკრძალავთ? პრობლემა თქვენშია. არა... პრობლემა - თქვენ ხართ. ის ხალხი, ვინც ვინც გაზპრომს ყველა ოცნებას უსრულებს, ლუჟკოვს "ხლებ-სოლით" ხვდება, ტრისტან წითელაშვილს საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე უშვებს, კაგებეშნიკ პაატა ზაქარეიშვილს მინისტრად ამუშავებს, ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, რუსეთის დეკლარირებულ აგენტ კვიციანს ჯერ პარლამენტში, მერე კი - ნდობის ჯგუფში სვამს...

საკუთარ თავს ვერ დასჯით. ამიტომ, წადით, სანამ ფიალა მართლა ბოლომდე ავსებულა. წადით, ბერას ეღადავეთ"-ასე ეხმაურება ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი დეპუტატების ირაკლი სესიაშვილისა და ოთარ ჩრდილელის საკანონმდებლო ინიციატივას სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია