შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახმეტის მერია 2019 წელს თუშეთის მოსახლეობას 4200 ლარის საკვებ პროდუქტებს გადასცემს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2019
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის შერეული სახის საკვები პროდუქტის მისაწოდებლად 4 200 ლარია გათვალისწინებული. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, თუშეთში ფრენები რეგულალურად ხორციელდება,ვერტმფრენი უფასოდ ემსახურება მოსახლეობას და უზრუნველჰყოფს მესაზღვრეების როტაციასაც.
,,ფრენები კვირაში ერთხელ სისტემატურად სრულდება. ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამჟამად  თუშეთში მუდმივად მცხოვრები 21 ადამიანია.მათ ჩემმა მოადგილემ და სოციალური სამსახურის უფროსმა იანვრის ბოლოს 2100 ლარის ღირებულების შერეული პროდუქტი აუტანეს,მათ შორის ზეთი, ფქვილი, ბურღულეული, ტკბილეული. ამავე რაოდენობის თანხა გვაქვს გამოყოფილი სააღდგომოდაც და კვლავ ვგეგმავთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროდუქტის გადაცემას,“-აღნიშნა ქარუმაშვილმა.
ცნობისათვის, თუშეთის საავტომობილო გზა ყოველ წელს,უამინდობის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში იკეტება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია