შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 717 000 ლარი დაიხარჯება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36822 
 13 თებერვალი 2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში 717 00 ლარია გამოყოფილი.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრების დროს მოსახლეობა თავად ასახელებს პრიორიტეტულ საკითხებს, რომლებიც მიმდინარე წელს მოგვარდება.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფკების წარმომადგენლებმა უკვე 18 სოფლის მოსახლეობასთან გამართეს შეხვედრები. საკონსულტაციო შეხვედრა 8 სოფლის მოსახლეობასთან დარჩა. სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობა ძირითად პრიორიტეტულ საკითხებად ასახელებს გარეგანათების სისტემის, დასასვენებლი სკვერის, სპორტული მოედნის მოწყობას, სასაფლაოების შემღობვას, იდა საუბნო გზების, წყლის სისტემის რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. თელავის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვალს დასრულდება”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია