შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება ფინანსური სანქციის დაკისრებას გამოიწვევს

თვითმართველობა
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36749 
 11 თებერვალი 2019

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ადმინისტრაციული წესით დაისჯება.
ცვლილებები ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის) ტერიტორიაზე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა დაჯარიმდება 1000, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სანქციის დაკისრებას 2 – ათასი ლარის ოდენობით.
,,მოქმედი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში, ასევე, თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავება დაჯარიმებას იწვევს. თბილისის გარდა კი, სხვა მუნიციპალიტეტებს ამგვარ სამართალდარღვევებზე რეაგირებისა და ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობა არ აქვთ”,- აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დეპუტატებმა ზაზა გაბუნიამ, გიორგი კახიანმა, მერაბ ქვარაიამ და კობა ლურსმანაშვილმა მოამზადეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია