შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ გადავამოწმოთ რა თანხა დაგროვდა ჩვენს საპენსიო ანგარიშზე

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7109 
 13 თებერვალი 2019
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის განცხადებით ამისთვის საჭიროა, მოქალაქე შევიდეს საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე, გაიაროს რეგისტრაცია და საკუთარი ანგარიშის შესახებ დეტალურად შეიტყობს.

„იმისთვის, რომ გადაამოწმოთ რამდენი თანხაა დაგროვილი თქვენს საპენსიო ანგარიშზე, უნდა შეხვიდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე - pensions.ge, სადაც იპოვით ღილაკს „საპენსიო საგენტოს სისტემაში გადასვლა. დააწვებით ღილაკს და შეხვალთ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, სადაც უნდა ჩაწეროთ თქვენი ბუღალტრის მიერ გადმოცემული დროებითი პაროლი და სახელი (ე.წ ლოგინი, სადაც თქვენი პირადი ნომერი უნდა ჩაწეროთ). შემდეგ სისტემა მოგთხოვთ დროებითი პაროლის შეცვლას, რამდენიმე კითხვას უპასუხებთ და თქვენი გვერდი გადაფორმირდება, სადაც დაინახავთ პირად ანგარიშსაც, დამსაქმებლებსაც, მათ მიერ გადმორიცხულ თანხასაც და ა.შ“-განაცხადა ლევან სურგულაძემ.








სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება