შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საბაზისო პენსიის ყოველწიურ ზრდას კანონი დაარეგულირებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36209 
 12 თებერვალი 2019
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, წელს პარლამენტში წარმოდგენილი იქნება პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს ყოველწლიურად რამდენით გაიზრდება საბაზისო პენსია. 

ზოიძის თქმით, პენსიის ზრდა აღარ იქნება დამოკიდებული პოლიტიკოსების დაპირებაზე და ის ყოველწლიურად ინფლაციასა და ეკონომიკური ზრდაზე იქნება დამოკიდებული. 

„ვიცით, რომ წელს საბაზისო პენსია 20 ლარით გაიზარდა და 200 ლარი გახდა, წინასწარ ვიცით, რომ 2020 წელს იქნება 220 ლარი. შემდგომ წლებში პენსიის ზრდა უნდა მოხდეს არა - პლიტიკოსების დაპირებებით, არამედ უნდა ჩაიდოს კანონში მექანიზმი, რომლითაც თითოეული პენსიონერი არ იქნება პოლიტიკოსების წყალობის ქვეშ და ცრუ დაპირებების ილუზიაში და ეცოდინება რამდენით გაეზრდება ყოველწლიურად პენსია, რომელიც დამოკიდებული იქნება ფასებზე და ეკონომიკურ ზრდაზე ანუ თუ გაიზრდება ფასები - გაიზრდება პენსია, თუ იქნება ეკონომიკის ზრდა და საშუალო ხელფასის ზრდა, შესაბამისი პროპორციით გაიზრდება პენსია“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.
bm.ge
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია