შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სასაცილო მდგომარეობაშია ქვეყანა"-თაკო ჩარკვიანი არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36225 
 13 თებერვალი 2019

აკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომლის სახელწოდებაც "კანონი და სამართალი". ჩარკვიანმა და მისმა თანაგუნდელებმა პარტიის საქმიანობის შესახებგადაცემა "პირისპირ"-ში ისაუბრეს.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ქვეყანაში კანონი უზენაესი არ არის და არ არის არც სამართალი. მისი თქმით, პარტიაში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც "შეწუხდნენ".

"ქვეყანაში დიდი სტაგნაციაა, უძრაობაა, თორემ ამდენ ხანს შვილმკვდარი მამები ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდნენ", - თქვა ჩარკვიანმა.

ახალი პარტიის ლიდერის თქმით, ისინი არცერთი პარტიის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას არ აპირებენ:

"მე მწვავე ოპოზიციაში ვიყავი და ის ხელისუფლება გავისტუმრეთ, წავიდა ის ხელისუფლება. მეშვიდე წელი იწყება, ორი წელი დარჩათ ამათ, რომ ზუსტად ის პერიოდი ამოავსონ, რამდენ ხანსაც ნაციონალური მოძრაობა იყო. ყველაფერი რაც ყოფილი ხელისუფლების დროს კარგი გაკეთდა, ამათმა არაფერი არ გადმოიღეს, თუ რამე ცუდი იყო - ყველაფერი გადმოიღეს. ეს მოგვართვეს ჯამში. დღეს ვუყურებთ "მალალეტკა" და ძველი პარლამენტარების ომს. გარეთ მოხუცებს უჭირთ, საგანმანათლებლო პროგრამები არ არის, ამ დროს პარლამენტში ვიღაც გამოდის და ამბობს, რომ განათლება უკეთესი იქნება თუ გამოცდებს გავაუქმებთ და გამრავლება იქნება.. სასაცილო მდგომარეობაშია ქვეყანა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, შესაძლებელია რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობითაც კი მოვიდეს მისი ახალი პარტია.

ჩარკვიანის თქმით, მათ  უკვე 5 კანონი აქვთ დამუშავებული, რომლის ინიცირებაც სურთ. ისინი ხაზს უსვამენ ანტიკორუფციული კანონის ამუშავების აუცილებლობას. 

"საქართველოსთვის შეიქმნა ახალი პარტია, გვყავს ახალგაზრდა ბიჭები ეკონომისტები, იურისტები, მხეცები, გოგოები, ახალგაზრდები, განათლებულები, რამდენიმეს ბელგიაში აქვს განათლება მიღებული... ვისაც რუსეთთან გაცხადებული აქვთ თანამშრომლება, მათთან სალაპარაკოდაც არ დავჯდებით იმიტომ რომ პუტინთან ლაპარაკს არ ვაპირებთ.... უნდა მოვიდეთ და შევცვალოთ რაღაც ამ ქვეყანში, უარი ვუთხრათ კორუფციას, გავაუმჯობესოთ ადამიანების მდგომარეობა" - თქვა თაკო ჩარკვიანმა.

"ჩვენს ყველას გვიხილავთ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად და კიდევ შემოგვემატება რამდენიმე პარტია", - დასძინა ახალი პარტია "კანონი და სამართალი"-ს ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა. 

წყარო: "იმედი ნიუსი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია