შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის სასამართლო - დავით ნარიმანიშვილის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30239 
 14 თებერვალი 2019
გურჯაანის რაიონული სასამართლო რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

-"გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე დავით ნარიმანიშილმა 2017 წლის თებერვალში საქართველოს ბანკიდან აღებული იპოთეკური სესხით და მის მიერ გაყიდული ბინიდან მიღებული თანხით ვადაზე ადრე სრულად დაფარა ბანკი „რესპუბლიკიდან“ აღებული სესხი. თუმცა იმის გამო რომ „რესპუბლიკა“ და „თიბისი“ ბანკი გაერთიანდა, დაფარული სესხის შესახებ ცნობა მოსამართლემ დროულად ვერ მიიღო. აღნიშნულის გამო გაჭიანურდა მ. უორდროპის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული იპოთეკის მოხსნა. დავით ნარიმანიშვილმა „თიბისი“ ბანკიდან იპოთეკის მოხსნაზე თანხმობა 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში მიიღო, განცხადება იპოთეკის მოხსნაზე კი საჯარო რეესტრში 2018 წლის 17 დეკემბერს , 16:09 წუთზე დარეგისტრირდა. იპოთეკის მოხსნისა და დავით კირკიტაძის დაკავების ვადების ერთმანეთთან დაკავშირება აბსურდია, იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა სესხი 2017 წლის თებერვალში სრულად დაფარა. სამწუხაროა, რომ ინტერნეტ გამოცემებმა სტატიის გამოქვეყნებამდე ინფორმაცია არ გადაამოწმა და ნებსით თუ უნებლიედ მოსამართლის მიმართ გავრცელდა ცილისმწამებლური ინფორმაცია."- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც იპოთეკის მოხსნისა და დავით კირკიტაძის დაკავების ვადები ერთმანეთთან დააკავშირა. 


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია