შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქის მერიამ სოფლების აბრების საკითხის შესწავლა დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21371 
 13 თებერვალი 2019
ახალქალაქის მერია აბრებზე შეცდომით დაწერილ სახელებს გაასწორებს. „დღეს ჩავატარე თათბირი, დავავალე შესაბამის სამსახურის თანამშრომლებს, რომ შეისწავლონ ეს ამ საკითხი. ისინი მოივლიან სოფლებს, გადაიღებენ ფოტოებს და სადაც შეცდომით იქნება დასახელება, გავასწორებთ. ისე მოვაგვარებთ საკითხს, რომ ეს მოსახლეობისთვის მტკივნეული არ იყოს“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი. მისი თქმით, მერია სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე დამონტაჟებულ აბრებს არ შეისწავლის, რადგან ეს საავტომობილო გზების კომპეტენციაა: „ჩვენ მხოლოდ იმ აბრებს შევისწავლით, რომლებიც სოფლებშია“. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა დაწყებულია „სამხრეთის კარიბჭე“ უწყებიდან პასუხს 10 დღის ვადაში წერილობით მიიღებს.შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის ათამდე სოფლის აბრაზე სოფლის დასახელება შეცდომითაა დაწერილი.[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება