შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლებსა და ბაღებში სურსათის უვნებლობაზე კონტროლი გამკაცრდება

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 14 თებერვალი 2019
საქართველოში სურსათის უვნებლობის კონტროლის გამკაცრება იგეგმება. ინიციატივაზე მუშაობა აგრარულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარემ და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მართალია, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ეტაპობრივად პირობებს ამკაცრებდნენ, თუმცა ახალი ეტიკეტირების წესის, ასევე რძის და რძის პროდუქტების რეგლამენტის დანერგვის შემდეგ სხვა ზომების შემოღების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში.

ოთარ დანელია ამბობს, რომ სხვადასხვა პერიოდში ეტიკეტირების თუ სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლების, შენახვის წესის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა, ამიტომაც გადაწყვიტეს, პრობლემაზე რეაგირება არ მოახდინონ მხოლოდ საჯარიმო სანქციით, არამედ საკითხი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საგანი გახდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტებზეა საუბარი. თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ ეს ობიექტები. სავარაუდოდ, ჩვენ განვავრცობთ სახელმწიფო შესყიდვების ყველა სუბიექტზე“, - გვითხრა კომიტეტის თავმჯდომარემ.

აქვს თუ არა ინფორმაცია, სკოლებსა თუ ბაღებში ვირის და ცხენის ხორცის აღმოჩენის შესახებ, რაზეც ერთ-ერთი სააგენტო წერს, განმარტა, რომ ამ ცნობას ვერ დაგვიდასტურებს.

ოთარ დანელიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაიწყებენ, მიწის კანონის შემდეგ კი ამ კანონის ინიცირებას მოახდენენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ყველაზე მაღალი პრევენციის ინსტრუმენტი და მინიმუმამდე დავა დარღვევები“, - აღნიშნა პარლამენტარმა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია