შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიშა კი არ დააკნინეს, პირიქით - რეიტინგი გაუზარდეს" - ვალერი გელბახიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36244 
 13 თებერვალი 2019

„მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე კი არ წავიდა, ემიგრანტებს შეხვდა, ამათმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა დაარქვეს და დააკნინეს, თუმცა ამით იგი კი არ დააკნინეს, პირიქით, მას რეიტინგი გაუზარდეს“, - განაცხადა პოლტიკოსმა ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბელგიის ქალაქ ლიეჟში ქართველ ემიგრანტებთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.

 „განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, მე შევხვდები ემიგრაციას, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე კი არ წავიდა, ემიგრანტებს შეხვდა ყოფილი პრეზიდენტი. ამათმა „ნაც. მოძრაობის“ შეხვედრა დაარქვეს, აი, დააკნინეს. მიშა კი არ დააკნინეს, მიშას პირიქით, რეიტინგი გაუზარდეს. აი, ღირსება შეულახეს იმ ემიგრანტებს, ვინც იქ იდგა და გმირებად მონათლეს ეს თავდამსხმელი ნაწილი, აქედან ვინც ჩავიდა. გესმინათ ერთი „პირველი არხისთვის“ და „იმედისთვის“, სამარცხვინო, სირცხვილით დავიწვი. ხალხო, მოგმართავთ, თქვენი ერის ნაწილია ის ხალხი. თქვენი გაქცეულია იძულებით აქედან. თქვენ გააქციეთ, თქვენ კისერზეა ეს ბრალეულობა და კიდევ ასე სამარცხვინოდ როგორ ლანძღავთ ამ ადამიანებს. ვუცხადებ სოლიდარობას ყველა ქართველ ემიგრანტს, ყველგან და ყველაფერში“, განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია