შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ამას გადაყვება მთელი ქვეყანა" - გია გაჩეჩილაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36254 
 14 თებერვალი 2019

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ამას გადაყვება მთელი ქვეყანა - გია გაჩეჩილაძე 
მომღერალი გია გაჩეჩილაძე "ქართული ოცნების" ლიდერს და ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ სასამართლოს თემას ქართველი ხალხი ვერ გაატარებს და ეს ის თემაა, რომელსაც გადაყვება მთელი ქვეყანა. 
"ახლა პირდაპირ ეთერში მივმართავ ბიძინა ივანიშვილს. მასაც და მის ოჯახსაც უდიდეს პატივს ვცემ და ეკასაც. სასამართლოს თემას გადაყვება მთელი ქვეყანა. სასამართლოს თემას, ჩვენ ვერანაირად ვერ გავატარებთ. ეს თემაა, რომელიც აქამდე ჯოჯოხეთში გვამყოფებს. მგონი, თვითონაც უნდა მიხვდნენ ამას. იმ მოსამართლეებისგან კარგი ვერ გამოვა. ისინი მიჩვეულნი არიან, რომ დარეკავენ ზემოდან და ისე გადაწყვეტენ, როგორც დარეკავენ”, - განაცხადა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში “პოლიტმეტრი”.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" სასამართლოს თემის გამო, ძველ მომხრეებთან ხიდი აუცილებლად ჩაუტყდება. 
“სასამართლო ის თემაა, რომლის გამოც “ოცნებას” ძველ მომხრეებთან ხიდი აუცილებლად ჩაუტყდება”, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა