შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცოლის მუქარაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21398 
 15 თებერვალი 2019
დღეს, 15 თებერვალს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ცოლის მუქარაში ბრალდებული მამაკაცის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს.მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ბრალდებულს ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.ბრალდებული პირი სასამართლო დარბაზში დააკავეს.მოსამართლის გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი იყო–"რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან გამოძიებისათვის მიცემულ და შემდეგ სასამართლოში, მიცემულ ჩვენებებში განსხვავება იყო. ვფიქრობთ, რომ დაზარალებულმა ზეწოლის ქვეშ მისცა ჩვენება",– ამბობს ნუგზარ სამარჯიშვილი.როგორც დაცვის მხარე ამბობს, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.საქმე ეხება 27 წლის კაცს, რომელსაც სასამართლომ ცოლის ქამრით ცემისთვის ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, თუმცა, საპატიმროს დატოვებიდან თვენახევარში იგი ცოლის მუქარისთვის ისევ დაიჭირეს. მაგრამ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან მეორედაც გაათავისუფლეს, მას გირაო 5 000 ლარი შეეფარდა. პირველი შემთხვევისაგან განსხვავებით, ბრალდებული ბრალს ამჯერად არ აღიარებს. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია