შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ არის 19 წლის გოგო, რომელიც ჩაქვში ავარიას ემხვერპლა - ფოტოები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36276 
 15 თებერვალი 2019

დაბა ჩაქვში ავტოავარიას 19 წლის თამარ არმელიძე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გოგოს მეგობარი მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მძღოლმა შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო, გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია